სასწავლო პროექტის გეგმა
სასწავლო თემის ავტორი
|
||
სახელი და გვარი
|
თამარ ჩაჩხუნაშვილი
|
|
რაიონი
|
ამბროლაური
|
|
სკოლა
|
სოფელ ჭრებალოს საჯარო სკოლა
|
|
ქალაქი
|
|
|
თემის
მონახაზი
|
||
თემის დასახელება
|
||
ხახუნის ძალა – მტერი თუ
მეგობარი
|
||
თემის შინაარსი
|
||
ხახუნის
აღძვრის მიზეზებისა და სხვადასხვა პარამეტრებზე მისი დამოკიდებულების
გამოკვლევა. ხახუნის შემცირების ან გაზრდისათვის კონკრეტული პრობლემების
გადაჭრა. მოპოვებული ინფორმაციისა და დაკვირვებების საფუძველზე დასკვნის
გაკეთება, რომ ხახუნი ბუნებაში აუცილებელი მოვლენაა.
|
||
საგანი
|
||
ფიზიკა
|
||
დონე/კლასი
|
||
IX
– კლასი, საბაზო საფეხური
|
||
განხორციელების დროის ჩარჩო
|
||
ერთი კვირა
|
||
თემის საფუძვლები
|
||
შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები
|
||
ფიზ.IX.6.მოსწავლეს შეუძლია სხეულთა მოძრაობის და
ურთიერთქმედებების აღწერა.
შედეგი
თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
. აღწერს ნიუტონის კანონების პრაქტიკული
გამოყენების მაგალითებს.
კვლ.IX.1.მოსწავლეს
შეუძლია განსაზღვროს კვლევის საგანი და კვლევის ეტაპები.
შედეგი
თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
.აყალიბებს კვლევის მიზანს;
.არჩევს მონაცემების მოპოვების გზებს (მაგ.ცდით);
.არჩევს სათანადო ხელსაწყოებს/ აღჭურვილობას/
ინსტრუმენტებს;
.არჩევს მონაცემების აღრიცხვის ფორმებს
(ცხრილები).
კვლ.IX.2.მოსწავლეს შეუძლია კვლევითი პროცედურის
განხორციელება/მონაცემების აღრიცხვა.
შედეგი
თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
.იყენებს შესაბამის მასალას ან/და აღჭურვილობას
და ატარებს დაგეგმილ ცდას უსაფრთხოების წესების დაცვით;
.აწარმოებს დაკვირვებას და/ან გაზომვებს,
აღრიცხავს მონაცემებს.
კვლ.IX.4.მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა ანალიზი და
შეფასება.
შედეგი
თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
.აანალიზებს მონაცემებს და გამოაქვს დასკვნები.
|
||
მოსწავლეების ამოცანები/სწავლის შედეგები
|
||
ხახუნის
არსებობის შესახებ ცოდნის გაღრმავება. ხახუნის წარმოქმნის მიზეზების გააზრება.
ხახუნის ძალის მიმართულების დადგენა. სასარგებლო და საზიანო ხახუნის
ერთმანეთისგან გარჩევა. ხახუნის ძალის შემცირების ან გაზრდისათვის კონკრეტული
პრობლემის გადაჭრა. ინფორმაციულ–საკომუნიკაციო საშუალებების ეფექტურად
გამოყენება. კვლევის დროს სწორი მიმართულების დაცვა და მიზნის მიღწევა.
|
||
მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები
|
||
ზოგადი კითხვა
|
როგორ
ფეხსაცმელს იცმევთ ზამთარში?
|
|
თემატური კითხვები
|
ყინულზე სიარული გვიჭირს,
მიწაზე კი არა, რატომ?
როგორი საავტომობილო გზის
დაგება ჯობია დაქანებულ უბანზე?
რატომაა სპორტული ველოსიპედის
საჭე დაბლა დაშვებული?
როგორ მოვიქცეთ თუ თითიდან
ბეჭდის მოძრობა გაგვიძნელდა?
|
|
შინაარსობრივი კითხვები
|
რა არის ხახუნის ძალა?
რა არის ხახუნის ძალის
წარმოქმნის მიზეზი და რა პარამეტრებზე არის იგი დამოკიდებული?
როგორ გავზარდოთ, ან
შევამციროთ ხახუნის ძალა?
ხახუნის ძალა ხელს გვიშლის, თუ
გვეხმარება?
|
|
შეფასების გეგმა
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
შეფასების დროის ჩარჩო
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
შეფასების/შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
პროექტის დაწყებამდე
ვაფასებ საბაზისო ცოდნას.შეფასების შედეგებზე დაყრდნობით მოსწავლეებს,
საჭიროებისამებრ ეძლევათ დამატებითი მითითებები.კვლევის პროცესში მოსწავლეებს
ვაფასებ კითხვარების, უკუკავშირის , ეპიზოდური ჩანაწერების
გამოყენებით.მოსწავლეები შეადგენენ ცხრილს „ვ.მ.ვ.“. მოსწავლეები გაეცნობიან
ზეპირი პრეზენტაციის რუბრიკას პრეზენტაციის უნარების შესახებ უკუკავშირის მიზნით.
ვიყენებ ბროშურის, პროექტის შეფასების გზამკვლევებს. მოსწავლეები გამოიეყენებენ
ჯგუფური მუშაობის თვითშეფასების ფორმას და შეაფასებენ თავიანთ მუშაობას პროექტის
განმავლობაში.
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
სხვა
საკითხები
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
საბაზისო
უნარ-ჩვევები
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
კვლევის საბაზისო
უნარ–ჩვევები და ბეჭდვითი და ელექტრონული წყაროების გამოყენების ცოდნა.
საპრეზენტაციო
პროგრამის ცოდნა. პროგრამა wordi-ს მოხმარების ცოდნა. ინტერნეტში მუშაობის უნარ–ჩვევები.
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
სასწავლო
პროცედურები
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
სამიზნე ჯგუფისთვის პროექტის
წარსადგენად და მოსწავლეთათვის მომავალი აქტივობებისადმი განწყობის შესაქმნელად
გამოვიყენებ მიმართულების მიმცემ კითხვებს. ამით ხდება წინარე ცოდნის
გააქტიურება და საბაზისო ცოდნის შემოწმება პროექტის დაწყებამდე.
მოსწავლეებს გავაცნობ
პროექტის არსს და განვსაზღვრავთ პროექტის მიზანს. ისინი გაიაზრებენ პროექტის
შინაარსს. შევქმნით სამოქმედო გეგმას. გამოვიყენებ ცხრილს „ვ.მ.ვ.“. ყოველი აქტივობის დაწყებისა და
დამთავრების შემდეგ ბავშვები დაუბრუნდებიან ცხრილს დ ა დაუმატებენ ახალ
ინფორმაციას. გამოვიყენებ მოსწავლეების საჭიროებების ანალიზს. (ერთი დღე)
პროექტისათვის მოსწავლეთა ორგანიზებას ვახდენ ჯგუფებად. კლასს ვყოფ სამ ჯგუფად აქტივობით “ბარათებით
დაჯგუფება“. ბარათებზე ვწერ სამ ფიზიკურ
სიდიდეს , რომლებსაც გამოვიყენებთ
პროექტში და ამ სიდიდეების შესაბამის ფორმულებს, ერთეულებს და მათთან დაკავშირებულ სხვა პარამეტრებს
მოსწავლეთა რაოდენობის შესაბამისად. ჯგუფი ერთიანდება ფიზიკური სიდიდის ირგვლივ,
შესაბამისი მახასიათებლებით. მოსწავლეებს ვავალებ მოიძიონ ინფორმაცია ხახუნის
ძალის შესახებ და მოემზადონ პროექტის შემდეგი ეტაპისათვის. (ერთი დღე)
პროექტს ვყოფ ორ ეტაპად. პირველი ეტაპი
–„ხახუნის ძალა და მისი აღძვრის მიზეზები“.
ჯგუფები ატარებენ
მარტივ ექსპერიმენტებს ხახუნის ძალის გამოსაკვლევად. ისინი აკვირდებიან
სხვადასხვა ხახუნის ძალის მოვლენას.
პირველი ჯგუფი
აკვირდება და იკვლევს ხახუნის ძალასა და სიმძიმის ძალას შორის დამოკიდებულებას
მეორე ჯგუფი იკვლევს
ხახუნის ძალის დამოკიდებულებას შეხების ზედაპირზე და მისი დამუშავების ხარისხზე.
მესამე ჯგუფი იკვლევს და ადარებს ერთმანეთს სხვადასხვა ხახუნის ძალას.
მოსწავლეები ექსპერიმენტების მსვლელობისას ავსებენ ცხრილებს. (ორი დღე)
ექსპერიმენტების შედეგების შეჯამება
ხდება შესაბამისი ჯგუფის პრეზენტაციის მსვლელობისას. მოსწავლეები საუბრობენ
ხახუნის გამომწვევ მიზეზებზე და მიუთითებენ მის მიმართულებას. კვლავ
დავუბრუნდები მიმართულების მიმცემ კითხვებს, რათა გავაანალიზო მოსწავლეთა
გაგების დონე.(ერთ დღე)
მეორე ეტაპი – „ხახუნი ყოფა –ცხოვრებას და
ტექნიკაში“.
შემდეგი ეტაპი არის
ხახუნის ძალის შემცირების ან გაზრდისათვის კონკრეტული პრობლემის გადაჭრა.
მოსწავლეთა ერთი
ჯგუფი კვლევისათვის შეადგენენ კითხვარს და მოსახლეობაში ჩაატარებენ გამოკითხვას: როგორ იქცევიან ხახუნის ძალის გასაზრდელად,ან შესამცირებლად ყოფა-ცხოვრებაში.
მეორე ჯგუფი ამზადებს ბროშურას . მესამე ჯგუფი კი მოამზადებს პრეზენტაციას.(ერთი
დღე)
პროექტის დასრულების შემდეგ მოეწყობა პროექტის
პრეზენტაციას. ბავშვები მოიწვევენ მშობლებს, მასწავლებლებს, მოსწავლეებს.
დაურიგებენ ბროშურებს, გააცნობენ კვლევის შედეგებს. გავაკეტებ შეფასებას როგორ ჩაერტო ყველა
მოსწავლე პროექტში, რა უნარ-ჩვევები შეიძინეს.
|
დიფერენცირებული სწავლება
|
||
|
სპეციალური საჭიროებები
|
განვუსაზღვრავ კონკრეტულ დავალებას ჯგუფური მუშაობისას და გავითვალისწინებ
თანატოლთა დახმარების აუცილებლობას. შეკითხვებზე მივიღებ ზეპირ პასუხებს.
ძირითადი აქტივობები შეიცვლება მოსწავლეების ინტერესებისა და შესაძლებლობის
მიხედვით განსაზღვრული ალტერნატიული აქტივობებით.
|
|
არაქართულენოვანი
მოსწავლეები (მოსწავლეები, რომლებისთვის სწავლების
ენა არ არის მშობლიური)
|
არაქართულენოვან
მოსწავლეებთან დავიხმარ შესაბამისი ენის მასწავლებელს.
|
|
მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეები
|
მაღალი აკადემიური
მოსწრების მოსწავლეებს მივცემ შედარებით რთულ დავალებებს კვლევის პროცესში.
|
სასწავლო თემისთვის საჭირო მასალები
|
ტექნოლოგია – ტექნიკა (მონიშნეთ პროექტისათვის საჭირო
ტექნოლოგიური უზრუნველყოფა)
|
||
ფოტოკამერა
კომპიუტერი
(ები)
ციფრული კამერა
DVD ფლეიერი
ინტერნეტკავშირი
|
ლაზერული დისკი
საბეჭდი მანქანა/პრინტერი
პროექტორი
სკანერი
ტელევიზორი
|
VCR, ვიდეო
ვიდეოკამერა
ვიდეო საკონფერენციო
აღჭურვილობა.
|
ტექნოლოგია – პროგრამული უზრუნველყოფა (მონიშნეთ პროექტის ფარგლებში გამოყენებული პროგრამა/პროგრამები )
|
||
მონაცემთა ბაზა/ცხრილები
საგამომცემლო პროგრამები
ელფოსტის პროგრამა
ენციკლოპედია კომპაქტდისკზე
|
ფოტო/სურათების დამუშავება
ინტერნეტძიება
მულტიმედია
|
ვებგვერდის შექმნა
ვორდის პროგრამა
|
ბეჭდვითი მასალები
|
შეგიძლიათ იხილოთ ბიბლიოგრაფიის ჩანართში
|
ინვენტარი/მასალები
|
ძირითადი მასალები, რომლებიც თემის ჩასატარებლად შეუკვეთეთ ან შეაგროვეთ
და რომლებიც კურსის კონკრეტულ საკითხებს უკავშირდება. საჭირო არაა ყოველდღიური
მასალების შეტანა, რომლებიც ისედაც ხელმისაწვდომია კლასში.
|
ინტერნეტრესურსები
|
იხილეთ საავტორო უფლებების
ჩანართში
|
სხვა რესურსები
|
საველე ვიზიტები, ექსპერიმენტები, მოწვეული
სტუმრები, მენტორები, მოსწავლეები სხვა ჯგუფებიდან, ადგილობრივი თემის/საზოგადოების
წარმომადგენლები, მშობლები და ა.შ.
|